08 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემების დამუშავება / მოთოხვნილი ანგარიშების წარმოება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
- ხელშეკრულებებისა და ინვოისების გამზადება და გაგზავნა;
- საქართველოს მასშტაბით ცემენტის ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება, დეტალური ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
- ბაზრიდან აქტუალური ინფორმაციის (კლიენტების, ბაზრის ან მისი სეგმენტის ზოგადი მდგომარეობა; ბაზარზე არსებული ტენდენციები; ფასები; კონკურენტები; ახალი სამშენებლო პროექტები) მიღება და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაცია უშუალო ხელმღვანელთან;
- გაყიდვების მენეჯერების საჭიროებისამებრ დახმარება და მათი არ ყოფნის შემთვევაში ჩანაცვლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა;
- მიზანზე ორიენტირება;
- დეტალებზე ორიენტირება;
კომპანია გთავაზობთ:
- მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ნდობა და უკუკავშირი მთავარი ღირებულებაა;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და კარიერული ზრდისთვის საჭირო ტრენინგებს;
- საწვავის უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- თანამშრომელთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და საგანმანათლებლო პროგრამებს;
- კორპორატიულ სასაუბრო პაკეტსა და ულიმიტო ინტერნეტს;
- კვების ხარჯების თანადაფინანსებას;
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების სპეციალისტი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
