დღეს - 06 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
შემოუერთდი dayoff.-ის გუნდს!
dayoff. — ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინა ჩერდება. ჩვენ ვხსნით პრემიუმ კლასის ახალ, ულტრა-მინიმალისტურ კაფეს, სადაც ლაბორატორიული სიზუსტე და ყავის ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ხარისხიან ყავას, თანამედროვე ექსკლუზიურ ტექნოლოგებს და კომფორტულ გარემოს.
ამ ეტაპზე ვეძებთ ბარისტას, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება dayoff. -ის სტანდარტებით
- სტუმრებისთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში დახმარება და მათთვის ყავის ჯადოსნური სამყაროს გაცნობა
- მეგობრული, სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება
- სალაროს ოპერაციების სიზუსტით შესრულება
- მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
რა გელოდება ჩვენთან?
- პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
- მეგობრული, მზარდი გუნდი
- გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
- ახალი ბრენდის შექმნაში თანამშრომლობის გამოცდილება
- დაზღვევა 3 თვის შემდეგ
შემოგვიერთდი, თუ:
- ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
- ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
- გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
- სასურველია ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@dayoff.cafe და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ნახვები
უნიკალური ნახვები
