დღეს - 06 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
შემოუერთდი dayoff.-ის გუნდს!
dayoff. — ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინა ჩერდება. ჩვენ ვხსნით პრემიუმ კლასის ახალ, ულტრა-მინიმალისტურ კაფეს, სადაც ლაბორატორიული სიზუსტე და ყავის ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ხარისხიან ყავას, საავტორო სენდვიჩებს, თანამედროვე ექსკლუზიურ ტექნოლოგიებსა და კომფორტულ გარემოს.
ამ ეტაპზე ვეძებთ მზარეულს, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22. გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- dayoff.-ის სტანდარტებისა და რეცეპტურის მიხედვით საავტორო სენდვიჩებისა და სხვა კერძების მომზადება
- ინგრედიენტების ხარისხის, ვადებისა და ვიზუალის მკაცრი კონტროლი
- შეკვეთების სწრაფი, დროული და ზუსტი გაცემა
- სამზარეულოს მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
- სამუშაო სივრცეში, დანადგარებსა და მაცივრებში ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
რა გელოდება ჩვენთან?
- პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
- მეგობრული, მზარდი გუნდი
- გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
- ახალი ბრენდის შექმნაში თანამშრომლობის გამოცდილება
- დაზღვევა 3 თვის შემდეგ
შემოგვიერთდი, თუ:
- ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
- გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
- სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@dayoff.cafe და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
