დღეს - 09 ივნ
ვიპ
საზაფხულო სტუდენტური დასაქმება – პრომოუტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@midea.ge
ტელეფონი: +995 591960129
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
Summer job-2026 – შემოგვიერთდი!
ეძებ ზაფხულისთვის აქტიურ, დინამიკურ და ანაზღაურებად საქმეს?
გინდა ერთდროულად მიიღო გამოცდილება, განვითარდე და გქონდეს შემოსავალი?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა;
სამუშაო ლოკაციები:
- საბურთალო
- გლდანი
- ისთ ფოინთი
- აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია.
პროექტის პერიოდი:
- 1 ივნისი – 31 ივლისი (2 თვე);
- სრულად საზაფხულო პროექტი;
- იდეალური მოკლევადიანი დასაქმება;
გრაფიკი:
- მოქნილი ცვლები;
- დღეში 6 საათი;
- კვირაში 40 საათი;
რას გააკეთებ:
- სტენდთან მომხმარებლების ინფორმირება და პროდუქციის პრეზენტაცია
- მაცივრების ძირითადი მახასიათებლების გაცნობა
- ბუკლეტების დარიგება და მომხმარებლის დაინტერესება
- პოზიტიური და პროფესიული კომუნიკაცია
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და ენერგიულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- შესაძლებლობას, გამოავლინო თავი და განვითარდე;
ვის ვეძებთ:
- კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანებს;
- პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატებს;
- მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულებით;
- გამოცდილება არ არის სავალდებულო;
გამოგვიგზავნე CV -Hr@midea.ge ან დაგვირეკე +995 591960129
მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემტექნისკი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნისკი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
