დღეს - 09 ივნ
სტარტი
შეფ ბეიქერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი, პურ-ფუნთუშეულის ცხობა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი, პურ-ფუნთუშეულის ცხობა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • ენები: ინგლისური,რუსული,თურქული
შპს „ეი სი ჯგუფი“ (ნეოკა) ეძებს შეფ ბეიქერს ახალ გახსნილი საკონდიტრო კაფესთვის. კომპანიას აქვს 13 წლიანი ოპერირების გამოცდილება, მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე და კანდიდატებს სთავაზობს სტაბილურ, განვითარებად სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახეობის პურის, ფუნთუშეულის და ვიენუაზერის მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
  • კლასიკური და საავტორო პურის რეცეპტურების შექმნა და დაცვა
  • კრუასანის, დანიშების, ბრიოშის და სხვა ფუნთუშეულის მომზადება და გამოცხობა
  • ცომის მომზადების, ფერმენტაციისა და გამოცხობის პროცესების წარმართვა და სრული კონტროლი
  • პროდუქციის ხარისხის, ვიზუალისა და გემოვნური თვისებების მუდმივი კონტროლი
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია
  • ნედლეულის სწორად გამოყენებისა და მარაგების კონტროლი
  • HACCP-ის სტანდარტების დაცვა სამუშაო სივრცეში
  • გუნდური თანამშრომლობა როგორც სამზარეულოს, ასევე კომპანიის სხვა პერსონალთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • ბეიქერის ან შეფ ბეიქერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სხვადასხვა სახეობის პურისა და ფუნთუშეულის გამოცხობის გამოცდილება
  • ფრანგული ვიენუაზერის ტექნიკის ცოდნა
  • ცომთან მუშაობისა და ფერმენტაციის პროცესების ცოდნა
  • აუცილებელია უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ან თურქული ან რუსული
  • დისციპლინირებულად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი
  • გუნდთან ინტეგრაციის და მართვის უნარი

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას N1
  • გრაფიკი: კვირაში 40 სთ
  • ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე nini@thegroupac.com და სათაურის ველში მიუთითოთ „შეფ ბეიქერი“.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც დამუშავებული იქნება შპს “ეი სი ჯგუფის” მიერ და შენახული ან/და გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი,
პურ-ფუნთუშეულის ცხობა
ნახვები
უნიკალური ნახვები