დღეს - 14 ივნ
სტანდარტი
ფილიალის მენეჯერი/ვეტერინარი
თბილისის შემოგარენი, შინდისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ვეტერინარული - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის (ვეტერინარი) პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 34 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-დან 20:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი
სამუშაო ლოკაცია: შინდისი
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება;
- ფილიალში პროდუქტების საჭიროებების დადგენა;
- მიღებული პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა;
- ფილიალიდან გასული პროდუქციის სწორად აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
- გაყიდვების ზრდისთვის იდეების და წინადადებების ინიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
