დღეს - 29 მაი
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების განვითარების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრობანკის არასაკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესში ჩართულობა;
- ახალი პროდუქტების იდეების დამუშავებისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა;
- ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- პროცესების და პროდუქტების დოკუმენტაციის მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება საბანკო ან საფინანსო სექტორში;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების კარგი ცოდნა;
- საბანკო პროგრამების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; ALTA (B6)-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონე);
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://mbc.selfrecruit.ge/s/v867
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.05.2026
საბანკო
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
