დღეს - 13 ივნ
სტარტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა არქივი
  • ინდუსტრია / სფერო: საჯარო მმართველობა საჯარო პოლიტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს არქივის სპეციალისტის შტატგარეშე თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი
ანაზღაურება: 2000 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დასაარქივებელი დოკუმენტების დადგენილი წესის მიხედვით მიღება და დამუშავება (მათ შორის ანაწერებზე მუშაობა და დოკუმენტების მაკულატურაში გამოყოფა);
  • საარქივო დოკუმენტების აღრიცხვის, აღწერის და დაცვის უზრუნველყოფა;
  • არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და მათი დაბრუნების კონტროლი;
  • საარქივო კომისიის სხდომების ორგანიზება, ჩატარება და შესაბამისი ოქმის მომზადება;
  • გასაცემი საარქივო ცნობების, ამონაწერებისა და ასლების მომზადება;
  • სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის პერიოდული განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
  • შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა (საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge სათაურის ველში მიუთითეთ: არქივის სპეციალისტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
არქივი
ნახვები
უნიკალური ნახვები