18 მაი - 21 მაი
სტარტი
ყინულის ჰოკეის მთავარი მწვრთნელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 555202023
მისამართი: ბათუმი ლადო ასათიანის ქუჩა N27

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სპორტი/წვრთნა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სპორტი/წვრთნა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრ“-ში ცხადდება ვაკანსია მთავარი მწვრთნელის (ყინულის ჰოკეი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი : საათების რაოდენობა კვირაში 40 საათი;

ფუნქცია - მოვალეობები :
  • სასწავლო-საწვრთნო სისტემის სისტემური მართვა და განვითარების უზრუნველყოფა, სტრატეგიული დაგეგმვა, მიმართულების პოპულარიზაცია და სპორტის სახეობის განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;
  • სპორტსმენთა მოზიდვის, შერჩევისა და სექციაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ორგანიზაციული და სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ყინულის ჰოკეის გუნდის ფორმირება, სპორტსმენთა შერჩევა პერსპექტიული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და გუნდური სტრუქტურის მართვა;
  • სასწავლო-საწვრთნო პროცესის დაგეგმვა, წლიური და პერიოდული საწვრთნო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • სპორტსმენთა მომზადებისა და მონაწილეობის ორგანიზება საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებსა და საწვრთნო შეკრებებში;
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული საწვრთნო პროცესის წარმართვა, ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური უნარების განვითარებაზე მუშაობა;
  • სპორტსმენთა პროგრესის მონიტორინგი, შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავება;
  • სასწავლო-საწვრთნო პროცესში სპორტსმენთა ჩართულობის მართვა და დისციპლინის უზრუნველყოფა;
  • საწვრთნო პროცესის მიმდინარეობისას სპორტსმენთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • სპორტული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ახალგაზრდებში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა და თანამედროვე მწვრთნელობითი პრაქტიკის დანერგვა;
  • სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა სექციის განვითარების, შედეგების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • კანდიდატი უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ყინულის ჰოკეის ფედერაციის - International Ice Hockey Federation (IIHF) მიერ გაცემული არანაკლებ მესამე დონის მწვრთნელის სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ეროვნული ფედერაციიდან.
  • ყინულის ჰოკეის მწვრთნელად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარები:
  • თავაზიანი;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • მოსწავლეებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობისა და განვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია :
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/ CV;
  • ფოტოსურათი ¾-ზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ეროვნული ფედერაციიდან.
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე batumisportcenter@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრ“-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრ“-ის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრ“-ში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური,საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სპორტი/წვრთნა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები