18 მაი - 29 მაი
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯიაიჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: ადმინისტრაციული პროცესების მართვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება და გუნდის მხარდაჭერა.
საკორესპონდენციო გზავნილების მიღება, დახარისხება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის გაცემა;
- სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება შესაბამის პირებთან;
- შეხვედრების ოთახების დაჯავშნა და მომზადება შეხვედრისათვის;
- ხელშეკრულებების, ინვოისებისა და სხვა დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
- მარტივი რეპორტების მომზადება ადმინისტრაციულ ხარჯებზე;
- საკანცელარიო, სამეურნეო და კვების პროდუქტების (ყავა, ჩაი და ა.შ.) მარაგების კონტროლი და შეკვეთა;
- ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ხელოსნის/სერვისის გამოძახება;
- კომუნიკაცია გარე მომწოდებლებთან (დასუფთავების სამსახური, დაცვა, ინტერნეტ პროვაიდერი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციულ სფეროში;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- მდებარეობა: თბილისი, რ. აგლაძის #32.
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:https://cleverstaff.net/i/vacancy-tkpbNl
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
