18 მაი - 17 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სილამაზე/თავის მოვლა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში Beauty Life აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე თბილისში, სალონ-სტუდია KEUNE-ში.
Beauty Life წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაარსდა. მრავალწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად კომპანია უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული პრემიუმ ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის მფლობელობაშია სალონ-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 11:00 – 19:00 (ხუთშაბათი-კვირა)
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების დახვედრა და მიღება:
- მომხმარებლის თბილად დახვედრა და იდენტიფიცირება;
- ჩაწერის გადამოწმება;
- ზედა ტანსაცმლის მიღება და გარდერობში განთავსება;
- მომხმარებლის მოლოდინის პროცესის მართვა და მოსასვენებელ სივრცეში განთავსება.
მასპინძლობა:
- ჩაი/ყავა/წყლის შეთავაზება;
- მომხმარებლის მიყვანა შესაბამის სპეციალისტთან.
მომხმარებლის გაცილება:
- პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებლის გაცილება რეცეფციამდე ან გასასვლელამდე;
- ზედა ტანსაცმლის დაბრუნება.
მომხმარებელთან კომუნიკაცია:
- ჩატარებული მომსახურების შესახებ უკუკავშირის მიღება;
- მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომსახურების მაღალი კულტურა.
შერჩევის ეტაპები:
1 ეტაპი — პირველადი გასაუბრება;
2 ეტაპი — საბოლოო გასაუბრება.
რეზიუმეს გამოგზავნის წესი:
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: office@beautylife.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
