დღეს - 18 ივნ
სტანდარტი
B2B გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@khlaws.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: იურიდიული
იურიდიული მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- ენები: ქართული
შემოუერთდი KH & PARTNERS-ის ბიზნესის განვითარების გუნდს!
საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ხაჭაპურიძე და პარტნიორები“ (KH & PARTNERS), რომელსაც იურიდიულ ბაზარზე 33-წლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია, აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის (B2B Sales Specialist) პოზიციაზე.
თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, გაქვს მოლაპარაკებების წარმოების ნიჭი და გსურს შენი კარიერა წამყვან იურიდიულ ბრენდს დაუკავშირო, ეს შანსი შენთვისაა!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური B2B კლიენტების (კომპანიების, ბიზნეს-სექტორის) მოზიდვა, პირდაპირი გაყიდვები და კორპორატიული პაკეტების შეთავაზება;
- საქმიანი ზარების განხორციელება, მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველი კონტაქტიდან გარიგების დახურვამდე (Closing);
- შიდა CRM სისტემაში მუშაობა და პროცესების (Follow-up) მკაცრი დისციპლინით მართვა.
ვის ვეძებთ (მოთხოვნები):
- B2B გაყიდვების, კორპორატიული სერვისების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
- მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე წარმოებისა და გარიგებების წარმატებით დახურვის (Closing) ძლიერი უნარი;
- გამართული, დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები (ქართულ ენაზე, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი თვითმოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და CRM-დისციპლინა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მზარდი ბონუსური სისტემა (საკომისიო ყოველი დახურული გარიგებიდან, ზედა ლიმიტის გარეშე);
- სამუშაო გარემოს: პრესტიჟული ოფისი თბილისის ცენტრში, ძლიერი და პროფესიონალური გუნდი;
- კარიერულ ზრდას: წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, გუნდის გაფართოების ეტაპზე, უმოკლეს დროში დაწინაურების პერსპექტივას ბიზნესის განვითარების მენეჯერის (Business Development Manager - BDM) პოზიციაზე.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
მზად ხართ ახალი მასშტაბებისთვის? გამოგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@khlaws.com.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: „B2B გაყიდვების მენეჯერი“.
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
