დღეს - 18 ივნ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ავეჯი, ავეჯი და სახლის ნივთები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგის მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ:
„სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის ინტერიერის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“?
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
პოზიციის შესახებ:
ძირითადი პასუხისმგებლობები:
მოთხოვნები:
პირობები:
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მარკეტინგის მენეჯერი“
ვინ ვართ ჩვენ:
„სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის ინტერიერის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“?
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
- იმუშავებ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში;
- შენი იდეები და ინიციატივები რეალურად განხორციელდება;
- გექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად მართო კომპანიის მარკეტინგული მიმართულება;
- ჩაერთვები მრავალფეროვან პროექტებში და იმუშავებ პრემიუმ სეგმენტის პროდუქტზე;
- მიიღებ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული.
პოზიციის შესახებ:
- ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ და კრეატიულ მარკეტინგის პროფესიონალზე, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მართოს კომპანიის მარკეტინგული მიმართულება: სოციალური მედიის მართვიდან - სტრატეგიულ დაგეგმვამდე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური მიმართულება:
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- კონკურენტების კვლევა და მონიტორინგი;
- მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება და განვითარება;
- მარკეტინგული გეგმის შექმნა და შესრულების კონტროლი;
- ბიუჯეტირების დაგეგმვა და მართვა;
- ბრენდინგისა და პოზიციონირების გაუმჯობესება;
- გაყიდვების მიმართულებასთან კოორდინირებული მუშაობა, გაყიდვების შედეგებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და განხორციელება.
- ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, ორგანიზება და მომზადება;
- ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან თანამშრომლობა;
- გადაღებების ბრიფების მომზადება;
- ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა, პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
- გადაღებებზე დასწრება;
- ვიდეო კონტენტში უშუალო მონაწილეობა და კამერის წინ საუბარი;
- პროდუქტის, ბრენდისა და კომპანიის სერვისების პროფესიონალურად წარდგენა ვიდეო ფორმატში;
- ვიზუალების შექმნა შესაბამის პროგრამებში;
- ქოფირაითინგი: სარეკლამო, საინფორმაციო და ბრენდული ტექსტების მომზადება;
- ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა;
- საბეჭდი მასალების დიზაინის მომზადება (ბანერები, კატალოგები, ფლაერები, ბროშურები და სხვა);
- სტამბებთან და გარე მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
- კომპანიის სოციალური მედიის არხების სრულყოფილი მართვა: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn
- კონტენტ კალენდრის შექმნა და აღსრულება;
- ყოველდღიური პოსტების, სთორების, რილსებისა და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
- აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ჩართულობის ზრდა;
- სოციალური მედიის ანალიტიკის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
- Meta Ads Manager-ის სრულყოფილად გამოყენება;
- Facebook და Instagram რეკლამების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- Google Ads კამპანიების მართვა: Search Ads, Display Ads, Remarketing, YouTube Ads
- SEO ოპტიმიზაციის დაგეგმვა და მართვა;
- Keyword რისერჩი;
- ვებსაიტის ტექსტების SEO სტანდარტების მიხედვით მომზადება;
- ვებსაიტის ტრაფიკის, კონვერსიებისა და რეკლამების ეფექტურობის ანალიზი;
- Google Analytics-ის გამოყენება და ანგარიშგების მომზადება;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
- ლიდების გენერაციის სისტემების შექმნა და ოპტიმიზაცია.
- CRM სისტემის შერჩევა, დაგეგმვა და დანერგვის პროცესის მართვა;
- CRM პროცესების ორგანიზება და მომხმარებელთა ბაზის სტრუქტურირება;
- ვებსაიტის შექმნის პროცესში დეველოპერებთან კომუნიკაცია;
- ვებსაიტის დეტალური ბრიფის მომზადება;
- ვებსაიტის სტრუქტურისა და კონტენტის დაგეგმვა;
- ვებსაიტის ტექსტების მომზადება;
- ვებსაიტის მუდმივი ადმინისტრირება, განახლება და განვითარება.
- საჭიროების შემთხვევაში PR კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში PR ივენთების ორგანიზება;
- ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება ბაზარზე.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
- სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- კამერის წინ მუშაობისა და ვიდეოებში საუბრის უნარი;
- ფოტო- და ვიდეოგადაღებების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ძლიერი ცოდნა;
- Meta Ads Manager-ის პროფესიონალური ცოდნა;
- Google Ads-ის მართვის გამოცდილება;
- SEO-ს საფუძვლებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ცოდნა;
- Google Analytics-ის გამოყენების გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობისა და დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქოფირაითინგის ძლიერი უნარები;
- ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- გრაფიკული და სამონტაჟო პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Premiere Pro / CapCut (სასურველია)
- ბაზრის კვლევისა და ანალიტიკური უნარები;
- დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და მულტითასქინგის უნარი;
- კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პირობები:
- ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის მიხედვით;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მარკეტინგის მენეჯერი“
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
