დღეს - 18 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე
მოვალეობები:
- დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად AML პროცედურების შესრულება
- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის AML/CFT) პოლიტიკის განხორციელება, მონიტორინგი და მისი მოქმედ კანონმდებლობასთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
- კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია; ინფორმაციის დამუშავება და რისკის დონის დადგენა
- კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება და ფირმაში დადგენილი პროცედურების მიხედვით დაარქივება
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ინფორმაციის წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან
- კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა და სამართლებრივ/საკანონმდებლო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამართლის, ეკონომიკის, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით);
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცონდა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel. PowerPoint, Outlook);
- AML/CFT სერთიფიკატი სავალდებულოა
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #54; (გრინ ჰილი)
ანაზღაურება 1500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://prime.selfrecruit.ge/s/JOs0
ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
