დღეს - 18 ივნ
სტანდარტი
პრომო აგენტი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო - პრომო აგენტის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიზიტორების დახვედრა საბაგიროს სალაროს მიმდებარედ ღიმილითა და კეთილგანწყობით;
  • ვიზიტორების ინფორმირება საბაგიროზე მგზავრობის წესების, მარშრუტის ხანგრძლივობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ;
  • ბილეთების ტიპებისა და ფასების დეტალური გაცნობა და შესაბამისი ვარიანტის შეთავაზება ვიზიტორების საჭიროებების მიხედვით;
  • ზედა სადგურზე არსებული სერვისების (მუზეუმი, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები, ხედების პანორამა და სხვა) გაცნობა და რეკომენდაცია ვიზიტორთა ინტერესების მიხედვით;
  • ვიზიტორების დახმარება გადაწყვეტილების მიღებაში – შესთავაზოს შესაბამისი გამოცდილება ასაკისა, ინტერესებისა და დროის მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა მიცილება სალაროსთან ან სხვა შესაბამის სექციასთან;
  • მარკეტინგული მასალების (ბუკლეტები, ფასები, რუკები) დარიგება და განმარტება;
  • სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია, კითხვის შემთხვევაში ზუსტი და ნათელი პასუხების მიწოდება;
  • უკუკავშირის მოპოვება ვიზიტორებისგან და კომუნიკაცია შესაბამისი დეპარტამენტისთვის საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელური;
  • მეგობრული და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობისას;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ინიციატივიანობა;
  • ტურიზმისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპანიის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენის უნარი;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, საბაგირო გზის მიმღები სადგური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ
  • ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად , გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს. https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები
ნახვები
უნიკალური ნახვები