დღეს - 18 ივნ
სტანდარტი
ბილეთების კონტროლიორი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა ატრაქციონის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური,რუსული
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს სეზონურ ვაკანსიას საბაგირო გზა ,,არგო“-ს ზედა სადგურზე ბილეთების კონტროლიორის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საბაგირო გზის ვიზიტორების ბილეთების შემოწმება და კონტროლი;
  • ელექტრონული ან ბეჭდური ბილეთების ვალიდურობის გადამოწმება;
  • უბილეთო ვიზიტორების ინფორმირება ბილეთების შეძენის ლოკაციისა და პროცედურების შესახებ;
  • ვიზიტორებისთვის საბაგიროს მუშაობის წესების, უსაფრთხოების ნორმებისა და მომსახურების პირობების გაცნობა;
  • სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
  • ვიზიტორთა ნაკადის მოწესრიგება და რიგების მართვაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების დახმარება მიმართულებებისა და სერვისების მოძიებაში;
  • პრობლემური ან კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და ეფექტურად მართვა;
  • ხელმძღვანელისათვის დარღვევების, ტექნიკური შეფერხებების ან საეჭვო შემთხვევების დროული შეტყობინება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ, შერვაშიძის ქ.№78 (საბაგირო გზის ზედა სადგური)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის

მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად , გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს. https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ტურიზმი/გართობა
ატრაქციონის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები