დღეს - 18 ივნ
სტანდარტი
ღია კონკურსი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 032 218 52 52

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ქართული
ნეუ-ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული

საშტატო რაოდენობა: სპეციალისტი 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალისტის პოზიციაზე:
  • განათლება: უმაღლესი; მინიმუმ დოქტორანტი.
  • გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B2 დონე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სტრატეგიის განხორციელების კოორდინირება;
  • აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სამეცნიერო/საგრანტო კვლევების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
  • უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსში წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
  • უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგი;
  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, არსებული კავშირების შენარჩუნება და განვითარება;
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შესრულებული კვლევითი პროექტების შედეგების საფუძველზე მომზადებული სტატიების ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ორგანიზება;
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუდმივი და დროული ინფორმირება ადგილობრივი (მათ შორის უნივერსიტეტის) და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების გამოცხადების და მათში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ;
  • სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმატებული მეცნიერების მოწვევა ლექცია - სემინარების ჩატარების მიზნით;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციების/დებატების, სკოლა-სემინარების, საზაფხულო სკოლების ორგანიზება; სტუდენტური სამეცნიერო ქსელის განვითარება/გაფართოება.
  • სამეცნიერო კვლევებში ჩართვის სურვილის მქონე სტუდენტთა შერჩევა გასაუბრებისა და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
  • სამეცნიერო-კვლევით სფეროში გამორჩეულ სტუდენტთა მიღწევების აღიარება, მათი წახალისება/დაჯილდოვების შესახებ რექტორისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • სათანადო ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება;
  • უნივერსიტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილების უზრუნველყოფა;
  • ცენტრის მუშაობის წლიური შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 20 მაისიდან იანვრიდან 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერიტეტში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@neu.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 032 218 52 52

მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები