დღეს - 18 ივნ
სტარტი
რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@joann.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა სამედიცინო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა სამედიცინოსხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
სამუშაო ადგილი: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
მისამართი: ქ. თბილისი, ჟვანიას ქ. №17
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას: რეგისტრატორი (ნახევარი განაკვეთი)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:1
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა — განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- სასურველია ენები: ინგლისური,რუსული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge გთხოვთ, სათურის ველში ( subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
