დღეს - 19 ივნ
სტანდარტი
სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ginoaquapark.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ქართული
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- ადმინისტრაციული და სამეურნეო პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ოფისის/შენობის ინფრასტრუქტურის, ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების მართვა;
- მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღრიცხვა და კონტროლი;
- შესყიდვებისა და მომარაგების პროცესის კოორდინაცია;
- შენობის მოვლა-პატრონობის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომუნალური და ტექნიკური მომსახურების კონტროლი;
- ხელოსნებთან, მომწოდებლებთან და მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობა;
- ნარგავების, გაზონების და აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული მცენარეების მოვლა პატრონობის უზრუნველყოფა
- თანამშრომლებისთვის საჭირო სამუშაო პირობების შექმნა;
- სამეურნეო ხარჯების დაგეგმვა და ბიუჯეტის კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება სამეურნეო მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით (საინჟინრო ან მსგავსი სფერო ჩაითვლება უპირატესობად)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები
- მაღალი ემოციური ინტელექტი
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა
დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში