დღეს - 19 ივნ
სტანდარტი
საწყობის ოპერატორი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
სადისტრიბუციო კომპანია „ევერესტი 2010” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია „ევერესტი 2010“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში ( დეკრეტის შემცვლელი, 6 თვიდან 12 თვემდე ვადით)

მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება, შედარება, შემოწმება.
  • რეალიზაციის და დაბრუნებების ზედნადებების ატვირთვა ბორტების შესაბამისად.
  • დისტრიბუციის ქსელში გასვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • დღის განმავლობაში ზედნადებების და ანგარიშფაქტურების კორექტირება;
  • საწყობის ნაშთების რეპორტის მომზადება.
  • ყოველდღიურად, RS-სა და პროგრამას შორის რეალიზაციის და დაბრუნებების შედარება და ინფორმაციის ფინანსურ სამსახურთან გადაცემა.
  • ნარჩენების გადაყრისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ატვირთვა.
  • ახალი პროდუქციის პროგრამაში შეტანა;
  • ქსელებთან ფასთა სხვაობების კონტროლი/უარყოფილ ფაქტურებზე რეაგირება.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი;

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„ევერესტი 2010” მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ევერესტი 2010” კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „ევერესტი 2010” მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები