დღეს - 19 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებიტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ფინანსები
- ენები: ქართული
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას "კორსო იტალია" მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თელავში.
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- მაღაზიაში ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების დადგენილი წესის შესაბამისად მართვა, მათ შორის მიღების პროცესზე პასუხისმგებლობა;
- საქონლის ინვენტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა;
- დადგენილი სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში პროდუქციის მერჩაინდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ფასდაკლების ნიშნულების განთავსების დროული და ზუსტი უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, შიდა და მიმდიბარე საჯარო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
- კომპანიის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://corso.selfrecruit.ge/s/BjmnE
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.
გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა
ნახვები
უნიკალური ნახვები
