დღეს - 20 ივნ
სტანდარტი
პროდუქციის მიმღები
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ეიქეი აცხადებს ვაკანსიას: პროდუქციის მიმღები

პოზიციის მიზანი
პროდუქციის მიმღების ძირითადი ფუნქციაა მომწოდებლებისგან მიღებული პროდუქციის სწორად მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის გადამოწმება, შტრიხკოდებისა და ფასების სისწორის კონტროლი, ასევე პროდუქციის დროული და ორგანიზებული განთავსების უზრუნველყოფა.

ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობები
პროდუქციის მიღება და კონტროლი
  • მომწოდებლისგან პროდუქციის მიღება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • მიღებული პროდუქციის რაოდენობის გადათვლა და ინვოისთან/ზედნადებთან შედარება;
  • პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება დაზიანებების, დეფექტების ან ვადაგასული საქონლის გამოსავლენად;
  • პროდუქციის შეფუთვის მთლიანობის შემოწმება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის სწორად მიღების დადასტურება შესაბამის დოკუმენტაციაში;
  • არასრული ან ზედმეტი რაოდენობის დაფიქსირება და მენეჯმენტის ინფორმირება;
  • დაბრუნების ან დაზიანებული პროდუქციის გამოყოფა და აღრიცხვა.

შტრიხკოდებისა და ფასების კონტროლი
  • პროდუქციის შტრიხკოდების სისწორის გადამოწმება;
  • შტრიხკოდის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ პროდუქტთან;
  • არასწორი ან დაზიანებული შტრიხკოდების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
  • ფასების შესაბამისობის კონტროლი სისტემასა და ეტიკეტებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გადაფასებაში მონაწილეობა;
  • სისტემაში არმყოფი პროდუქციის დაფიქსირება და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირთან.

დოკუმენტაცია და პროგრამული აღრიცხვა
  • მიღებული პროდუქციის შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება;
  • ზედნადებების, ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების სწორად გაფორმება;
  • პროდუქციის მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
  • მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
  • დოკუმენტაციის დაცვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • განსხვავებების ან შეცდომების შემთხვევაში ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საწყობისა და სავაჭრო სივრცის ორგანიზება
  • მიღებული პროდუქციის სწორად განთავსება საწყობში ან სავაჭრო სივრცეში;
  • პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხება;
  • FIFO/FEFO პრინციპების დაცვა;
  • საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი შესაბამისი პროდუქციისთვის;
  • მძიმე ტვირთის უსაფრთხო გადაადგილება კომპანიის წესების შესაბამისად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • მომწოდებლებთან კორექტული კომუნიკაცია;
  • მოლარეებთან, კონსულტანტებთან და მენეჯერებთან კოორდინაცია;
  • პრობლემური შემთხვევების დროული შეტყობინება ხელმძღვანელობისთვის;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

პასუხისმგებლობები
პროდუქციის მიმღები პასუხისმგებელია:
  • მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი სიზუსტისთვის;
  • პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლისთვის;
  • შტრიხკოდებისა და ფასების სისწორისთვის;
  • დოკუმენტაციის სწორად წარმოებისთვის;
  • მარაგების სწორ აღრიცხვაზე;
  • საწყობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე;
  • კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გამოცდილება საწყობის ან მარკეტის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

დასკვნითი დებულებები
პროდუქციის მიმღები ვალდებულია დაიცვას კომპანიის შიდა პოლიტიკა, უსაფრთხოების ნორმები, სანიტარული მოთხოვნები და ხელმძღვანელობის მითითებები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: valakltd@gmail.com
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები