დღეს - 20 ივნ
სტანდარტი
ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი (ლილო)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ,,ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • ახალი საერთაშორისო ბაზრების კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ხელშეკრულებების გაფორმება და პირობების შეთანხმება;
  • უკვე არსებულ დისტრიბუტორებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ბაზრის დეტალური ანალიზი: კონკურენტები და ფასების პოლიტიკა;
  • საექსპორტო პროცესების მართვა (დოკუმენტაცია, ლოგისტიკა, კონტრაქტები);
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით ექსპორტის მიმართულებით ბრენდის განვითარების და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საერთაშორისო გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საექსპორტო პროცესების ცოდნა;
  • მოლაპარაკებების ძლიერი უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა (C1);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტური წარდგენის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება);
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით.

ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://lnkd.in/dAYEFpg8

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.06. 2026 წ.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები