შემდეგი
დღეს - 10 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ტერაბანკში თბილისის ფილიალში, ფილიალის დირექტორს ვეძებთ
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
- გაქვს გუნდის მართვის უნარი
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ; შაბათს - 10:00 - 14:00 სთ)
- ანაზღაურება: ხელფასი + ფილიალის გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტალური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალის საქმიანობის წარმართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
- ახალი კლიენტების მოზიდვა
- ფილიალის საკრედიტო საქმიანობის კონტროლი
- ფილიალში მომსახურების ხარისხის კონტროლი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | ფილიალის დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები