დღეს - 28 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ქაღალდი და ტყის პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 - 1700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „კავკასპაკი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.
2010 წლიდან ,,კავკასპაკმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.
დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად ,,კავკასპაკის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტი პოზიციაზე.
პირობები:
ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: პირველი 3 თვე 1200(NET); მე - 4 თვიდან 1300(NET); მე-7 თვიდან 1500(net);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- სასურველია გამოცდილება HR მიმართულებით ან მინიმუმ სტაჟირება;
- ადამიანური რესურსების მართვის პროცესების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია HRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office პროგრამების მუშაობის უნარი;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- თანამშრომელთა პერსონალური მონაცემებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება როგორც ელექტრონულ სისტემაში, ასევე მატერიალური ფორმით;
- თანამშრომელთა დასწრების, ნამუშევარი საათების, შვებულებების, ბიულეტენის, დეკრეტისა და მივლინებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
- ნამუშევარი დროის შეჯამება, მონაცემების სიზუსტის კონტროლი და სახელფასო დამუშავებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა.
- შიდა ღონისძიებების, ტრენინგებისა და თანამშრომლებთან დაკავშირებული HR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა (ვაკანსიების განთავსება, კომუნიკაცია, ინტერვიუების კოორდინაცია);
- HR Generalist-ის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების მართვის ყველა მიმართულებით და სხვა დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი’
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მაღალი ეთიკა;
- სწრაფად სწავლისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ნომერი/ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
- FitPass;
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 2026 წელი.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს "კავკასპაკ"-ს.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
