დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
სატელეფონო მომსახურეობის თანამშრომელი
თბილისი, მუხიანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@medison.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურეობის ოპერატორის პოზიციაზე
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, მუხიანი
სამუშაო გრაფიკი - სრული ,
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის ცხელხაზზე შემოსული ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა
- მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიაში მიმდინარე სერვისებზე, ექიმებთან ვიზიტებზე და ა.შ.
- სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა.საჭიროების შემტხვევაშ ზარების გადამისამართება.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
