დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერი
თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ. (დიდუბე)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@marshe.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „ბრენდ მენეჯერი“
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი : სრული
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს ახალი პროდუქტების შექმნის, კომუნიკაციის და ბრენდინგის მიმართულებით, გსურს ჩაერთო ბრენდის განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის პროექტების მართვა და აღსრულება (მაგ. სეზონური კამპანიები, ახალი პროდუქტის ლონჩი, სასპონსორო პროექტები) დაგეგმვა, კოორდინაცია, ბიუჯეტირება, ვადების კონტროლი და პროცესების მონიტორინგი;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან (გაყიდვები, წარმოება, შესყიდვები, ტრეიდ მარკეტინგი, სოც მედია) და გარე პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტების ფარგლებში;
- ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა და მათი თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველყოფა (პროდუქტის შეფუთვა, სარეკლამო მასალები);
- ახალი პროდუქტების, შეფუთვებისა და ბრენდირებული მასალების განვითარების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
- არსებული პროდუქტის, შეფუთვისა და გაყიდვის ფორმატების ეფექტიანობის შეფასება;
- პროდუქტის განვითარების, გაუმჯობესებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
- კონკურენტების, ბაზრისა და ტენდენციების კვლევა, შეფასება და ანალიზი;
- გაყიდვების მონაცემების, კატეგორიებისა და პროდუქტების პერფორმანსის ანალიზი;
- გაყიდვების გუნდთან და ტრეიდ მარკეტინგთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების ზრდისა და პროდუქტის პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით;
- მარკეტინგული და ბრენდ პროექტების ფარგლებში პროაქტიული იდეებისა და ინიციატივების შეთავაზება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
- ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
- ბრენდის განვითარების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის პრინციპების კარგად გააზრების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები ;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კვლევის შედეგის გაანალიზიების და ინტერპრეტაციის უნარი;
- პროექტის მენეჯმენტის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- ძლიერ გუნდთან მუშაობის, ბრენდის განვითარებასა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
- საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბრენდ მენეჯერი“.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
