დღეს - 01 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ექსპორტზე გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი “ პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საექსპორტო კონტრაქტების მომზადებაში ჩართულობა, შეთანხმებული პირობების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
- პოტენციურ და არსებულ უცხოელ კლიენტებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება;
- საერთაშორისო ბაზრის კვლევა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზებების მომზადება;
- საექსპორტო დოკუმენტაციისა და საოპერაციო პროცესების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების, სასურველია ექსპორტზე გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა);
- საერთაშორისო ვაჭრობისა და საექსპორტო პროცედურების ცოდნა (სასურველია);
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/l3GftcS
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
