დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
ობიექტის შესრულებისა და ტექნიკური კოორდინაციის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@award.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, პროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაკოორდინირება, პროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას: ობიექტის შესრულებისა და ტექნიკური კოორდინაციის მენეჯერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3000 ლარი + დანამატი
პოზიციის აღწერა:
ობიექტის შესრულებისა და ტექნიკური კოორდინაციის მენეჯერი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგზე, შესრულებული მოცულობების ზუსტ აღრიცხვაზე, დამატებითი სამუშაოების გამოვლენასა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე.
პოზიციის მთავარი მიზანია უზრუნველყოს, რომ არცერთი შესრულებული სამუშაო, დამატებითი მოცულობა ან პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა არ დარჩეს დაუფიქსირებელი და კომპანიისთვის აუნაზღაურებელი.
პოზიციის მფლობელი რეგულარულად იმუშავებს სამშენებლო ობიექტებზე, ითანამშრომლებს დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველთან, პროექტის მენეჯერებთან და კომპანიის ტექნიკურ სამსახურთან. იგი განახორციელებს შესრულებული სამუშაოების აზომვას, ფოტოფიქსაციას, ფაქტობრივი და საპროექტო მონაცემების შედარებას, დამატებითი სამუშაოების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას.
აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტების ეფექტიან მართვაში, შესრულებული სამუშაოების სრულყოფილ აღრიცხვასა და კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვაში.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უპირატესობად ჩაითვლება
ჩვენ გთავაზობთ
რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენ მიერ ფლობილი პროგრამები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამები და ინსტრუმენტები, ასევე მათი გამოყენების გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/07/2026.
გისურვებთ წარმატებას!

- სამშენებლო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა, დათვლა და აღრიცხვა.
- შესრულებული სამუშაოების ფოტოფიქსაციის წარმოება და არქივირება.
- პროექტით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შედარება.
- დამატებითი, გაზრდილი ან პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამოვლენა და დაფიქსირება.
- დამკვეთთან და ტექნიკურ ზედამხედველთან მოცულობების შეთანხმება.
- ფორმა №2-ის, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება.
- ობიექტზე გამოყენებული მასალების რაოდენობრივი კონტროლი.
- ტექნიკური და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოება.
- ობიექტზე არსებული პრობლემების, რისკებისა და შეფერხებების იდენტიფიცირება.
- პრობლემების გადაჭრის პროცესის კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
- კომპანიის ტექნიკური სამსახურისთვის ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
- კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვა შესრულებული სამუშაოების სრული და ზუსტი აღრიცხვის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით.
- სამშენებლო ნახაზებისა და პროექტების წაკითხვის უნარი.
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა.
- სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი.
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- ობიექტებზე გადაადგილების მზადყოფნა.
უპირატესობად ჩაითვლება
- სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების დათვლის გამოცდილება.
- ფორმა №2-ებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
- სახელმწიფო შესყიდვების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
- სამშენებლო ნახაზებისა და პროექტების პრაქტიკული ანალიზის გამოცდილება.
- AutoCAD-ის ცოდნა.
- MS Project-ის ცოდნა.
- დრონის გამოყენებისა და ფოტოფიქსაციის გამოცდილება.
- გეოდეზიური ხელსაწყოებით მუშაობის გამოცდილება.
- ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას.
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- მრავალფეროვან და საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.
- პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენ მიერ ფლობილი პროგრამები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამები და ინსტრუმენტები, ასევე მათი გამოყენების გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/07/2026.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
პროექტების კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები