დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
პროექტების დაგეგმვისა და ტექნიკური ადმინისტრირების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@award.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3200 - 3500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანიის შესახებ:
AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
პოზიციის დასახელება: პროექტების დაგეგმვისა და ტექნიკური ადმინისტრირების მენეჯერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 3200-3500 ლარი + დანამატი
პოზიციის აღწერა :
პროექტების დაგეგმვისა და ტექნიკური ადმინისტრირების მენეჯერი პასუხისმგებელია პროექტების დაგეგმვაზე, ვადების კონტროლზე, ტექნიკურ და სახელშეკრულებო ადმინისტრირებაზე, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტურ აღრიცხვაზე, ფორმა №2-ების მომზადებასა და წარდგენაზე, ხელშეკრულებების ცვლილებების დამუშავებასა და დამკვეთთან წარსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის ორგანიზებაზე.
პოზიციის მთავარი მიზანია უზრუნველყოს პროექტების ეფექტიანი დაგეგმვა, შესრულების კონტროლი, ტექნიკური და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის დროული და ხარისხიანი წარმოება, შესრულებული სამუშაოების დროული ანაზღაურება და კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვა.
პოზიციის მფლობელი აქტიურად ითანამშრომლებს ობიექტის შესრულებისა და ტექნიკური კოორდინაციის მენეჯერებთან, პროექტის მენეჯერებთან, დამკვეთებთან, ტექნიკურ ზედამხედველებთან, საექსპერტო ორგანიზაციებთან და კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების გეგმა-გრაფიკების მომზადება, განახლება და კონტროლი.
- პროექტების შესრულების ვადების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი.
- პროექტების პროგრესის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
- ფორმა №2-ების მომზადება, კონტროლი და დადგენილ ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა.
- მიღება-ჩაბარების აქტებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
- ხელშეკრულებების ცვლილებების, დამატებითი შეთანხმებებისა და კორექტირებების მომზადება.
- დამატებითი და შემცირებული სამუშაოების დოკუმენტური დამუშავება.
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების ანალიზი და დოკუმენტური აღრიცხვა.
- პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და მართვა.
- დამკვეთისთვის, ზედამხედველისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის წარსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
- ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება.
- პროექტებთან დაკავშირებული კორესპონდენციის მომზადება და მართვა.
- საექსპერტო, ლაბორატორიულ და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობა და კოორდინაცია.
- ექსპერტიზისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.
- პროექტის ვადებზე, რისკებსა და შესაძლო შეფერხებებზე მუდმივი მონიტორინგი.
- ობიექტებზე პერიოდული ვიზიტების განხორციელება.
- შესრულებული სამუშაოების, ფაქტობრივი მდგომარეობისა და პროექტის პროგრესის ადგილზე გადამოწმება.
- ობიექტებზე ჩატარებული ვიზიტების საფუძველზე შესაბამისი ტექნიკური და ადმინისტრაციული რეპორტების მომზადება.
- შესრულებული სამუშაოების რეესტრებისა და ანგარიშგების წარმოება.
- პროექტების ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების ინიციირება.
- პროექტებთან დაკავშირებული არქივისა და დოკუმენტბრუნვის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, პროექტების მართვის ან მონათესავე მიმართულებით.
- სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
- ხარჯთაღრიცხვებთან, მოცულობებთან და შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- MS Project-ის ცოდნა.
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის გამოცდილება.
- გეგმა-გრაფიკების შედგენისა და კონტროლის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი.
- საქმიანი წერილებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადების უნარი.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
უპირატესობად ჩაითვლება
- სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
- ფორმა №2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადების გამოცდილება.
- სახელმწიფო შესყიდვების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
- ხელშეკრულებების ცვლილებებისა და დამატებითი შეთანხმებების მომზადების გამოცდილება.
- სამშენებლო ხარჯთაღრიცხვებთან მუშაობის გამოცდილება.
- AutoCAD-ის ცოდნა.
- FIDIC კონტრაქტებთან მუშაობის გამოცდილება.
- საექსპერტო და საზედამხედველო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
- პროექტების დაგეგმვისა და კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას.
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- მრავალფეროვან და საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.
- პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენ მიერ ფლობილი პროგრამები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამები და ინსტრუმენტები, ასევე მათი გამოყენების გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/07/2026.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
