დღეს - 17 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
საქართველოს ბანკის მისიაა, ვიყოთ წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა — და ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარდეს.
სს„საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი- პარასკევი 10:00 – 19:00.
ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
- ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
- მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;
- ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;
- პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;
- გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს+ ყოველთვიურ ბონუსს(გამომუშავებით);
- 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების მართვის, მომსახურების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
- ინგლისურისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, აღმოაჩინე შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 17 ივნისი, 2026 : https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/valdebulebebis-martvis-umcrosi-operatori-tbilisi-qoQdNI
საბანკო
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
