დღეს - 04 ივლ
სტარტი
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება მინა, კერამიკა და ბეტონი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
„პრომიქსი“ წარმოადგენს ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას 2018 წლიდან. კომპანიის მფლობელობაშია ბეტონის ქარხნები და სამსხვრევი საწარმოები თბილისში, ბათუმში, გორში და ქარელში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ დინამიურ, ზრდაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.

პრომიქსის“ გუნდში შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაა ვაკანტური.

პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და საუკეთესო პირობების შერჩევა;
  • ფასებზე, მიწოდების ვადებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • ნედლეულის, სათადარიგო ნაწილების, საწვავისა და სხვა საჭირო რესურსების დროული მომარაგების უზრუნველყოფა;
  • მარაგების მონიტორინგი და დეფიციტის პრევენცია;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა და ანგარიშგების მომზადება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია შესყიდვების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
  • შესყიდვების პროცესების გაუმჯობესებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა.

ამ პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია:
  • გქონდეთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 3 წელი;
  • გქონდეთ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა; დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • სამომხმარებლო დონეზე ფლობდეთ საოფისე პროგრამებს (Word; Excel; PowerPoint)

დამატებითი დეტალები:
  • სათაო ოფისის ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული
  • ვაკანტური პოზიცია: 1

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენთან ერთად განვითარდეთ, მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი

რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 3 ივლისი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „შპს ფორტექს გრუპის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები