შემდეგი
დღეს - 03 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„პრომიქსი“ წარმოადგენს ბეტონისა და ინერტული მასალების მწარმოებელ კომპანიას 2018 წლიდან. კომპანიის მფლობელობაშია ბეტონის ქარხნები და სამსხვრევი საწარმოები თბილისში, ბათუმში, გორში და ქარელში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ დინამიურ, ზრდაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.
„პრომიქსის“ გუნდში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაა ვაკანტური.
პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ყველა საწარმოო და ოპერაციულ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო გარემოში არსებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
- საწარმოო ობიექტების რეგულარული მონიტორინგი, უსაფრთხოების აუდიტებისა და ინსპექტირების ჩატარება;
- გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეკომენდაციების მომზადება და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
- ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და ავარიების გამოძიება, მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების, ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება და ჩატარება;
- ახალი თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების გაცნობითი პროგრამის განხორციელება;
- საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და პრაქტიკული სწავლების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, მათი გამოყენებისა და გამართულობის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჭირო დოკუმენტაციის, ანგარიშგებებისა და რეესტრების წარმოება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი მოთხოვნების ორგანიზაციაში დანერგვა;
- სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
კომპანია უზრუნველყოფს:
- საწვავს.
ამ პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია:
- გქონდეთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 2 წელი;
- გქონდეთ დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
- გქონდეთ მოქმედი ლიცენზია/სერთიფიკატი;
- იცოდეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და კანონდმებლობა ამ მიმართულებით; სფეროს მიხედვით საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტები;
- სამომხმარებლო დონეზე ფლობდეთ საოფისე პროგრამებს (Word; Excel; PowerPoint)
- გყავდეთ ავტომობილი;
დამატებითი დეტალები:
- სათაო ოფისის ლოკაცია: თბილისი
- სამუშაო ლოკაციები: პერიოდულად ყველა ქალაქი სადაც არის ქარხანა და საწარმო (თბილისი, გორი, ქარელი, ბათუმი)
- ანაზღაურება: ფიქსირებული
- ვაკანტური პოზიცია: 1
თუ დაინტერესებული ხარ ჩვენთან ერთად განვითარდეთ, მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: info@promix.ge სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 3 ივლისი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!
თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „შპს ფორტექს გრუპის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები