დღეს - 03 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სტუმრების მომსახურების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სილქ ჰოსფითალითი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტუმრების მომსახურების სპეციალისტი,
ქალაქებში - თელავი, თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი,
Silk Hospitality ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს სერვისის გუნდის გასაძლიერებლად. ეს არის მოძრავი (მობილური) პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, მოგიწევთ ჯგუფის სხვადასხვა ობიექტზე მუშაობა. თუ ხართ მოქნილი, გიყვართ სტუმრებთან ურთიერთობა და გაქვთ სურვილი, შექმნათ მაღალი ხარისხის მომსახურება რესტორნებში, ბანკეტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ეს საქმე თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება;
- შეკვეთების ზუსტად მიღება და მათი დროულად მიტანა;
- მაგიდების გაწყობა და მოწესრიგება სტანდარტების მიხედვით;
- სხვადასხვა ობიექტზე მუშაობისას მომსახურების წესების დაცვა;
- დახმარება დატვირთულ პერიოდებში, ღონისძიებებსა და VIP სტუმრების მიღებისას;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
- სტუმრების კითხვებზე სწრაფი რეაგირება და საჭიროებისას მენიუს შესახებ რჩევების მიცემა;
- პრობლემური სიტუაციების მოგვარება (ან მენეჯერისთვის დროულად გადაცემა);
- სამზარეულოსთან, ბართან და გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ხელმძღვანელების მითითებების შესრულება და კოლეგების მხარდაჭერა;
- სხვადასხვა გარემოსა და გრაფიკთან მარტივად ადაპტაცია.
მოთხოვნები:
- კვებისა და მომსახურების სფეროს (F&B) საბაზისო ცოდნა;
- სტუმარმასპინძლობის სტანდარტების გაგება;
- სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა სასურველია;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- სტუმრებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
რას გთავაზობთ:
- მუშაობას პრემიუმ კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში;
- დინამიურ და პროფესიონალურ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ტრენინგებსა და განვითარების მხარდაჭერას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9h7jUykb
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სტუმრების მომსახურების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
