დღეს - 04 ივლ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ეროვნული სამოსის მწარმოებელი კომპანია ფაფანაკი აცხადებს ვაკანსიას „საწარმოს ხელმძღვანელი“-ს პოზიციაზე.
ჩვენ 2015 წლიდან ვართ ქართულ ბაზარზე და აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლებთან ასევე კერძო სტუდიებთან. ვთანამშრომლობთ კერძო ბიზნესებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და გვაქვს საცალო გაყიდვები. მალე დაგვემატება ექსპორტის მიმართულება.
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვვითარდით და ტანსაცმლის ინდუსტრიაში დიდი ნაბიჯები გადავდგით. ამ ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს სამკერვალო საწარმოს გაზრდა და პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ცენტრთან, სადაც განთავსდება ჩვენი ბრედნული მაღაზიები.
ჩვენი ხუთი ძირითად მიმართულებაა :
- კლასიკური ეროვნული სამოსი
- გათანამედროვებული ეროვნული სამოსი
- სასცენო სამოსი
- საბავშვო ეროვნული სამოსი
- სპეც-სამოსი - ჰორეკა მიმართულებისთვის
ჩვენი შესანიშნავი გუნდისთვის ვეძებთ ახალ წევრს, რომელიც გაითავისებს ჩვენი, როგორც ეროვნული ტანსაცმლის ბრენდის ღირებულებებს და მთელი გულით ჩაებმება საქმეში.
ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც ექნება მცირე გამოცდილება მაინც წარმოების კუთხით.
ძირითადი მოვალეობებია :
- საწარმოში პროდუქციის მიღება-დასაწყობების კონტროლი
- მიღებული შეკვეთების დახარისხება - წარმოებაში ჩაშვება
- საწარმოო პროცესის კონტროლი
- საწარმოს მარაგების კონტროლი
- ნაწარმოები პროდუქციის პროგრამაში შეყვანა
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო დრო : 11:00 – 19:00
ლოკაცია : დიდუბე, სპირიდონ კედიას ქ.N10გ ( წერეთლის მეტროს მიმდებარედ)
ანაზღაურება 1800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბენეფიტები კომპანიის მხრიდან.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599808708
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები
