შემდეგი
დღეს - 08 ივლ
სტანდარტი
კომერციული იჯარის აგენტი
თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: krtsanisioffice@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
კრწანისის რაიონის ბიზნეს სივრცე აცხადებს ვაკანსიას კომერციული იჯარის აგენტის პოზიციაზე
სრული განაკვეთი (ოფისში მუშაობა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00; შაბათ-კვირა და საღამოები – კლიენტების საჭიროების მიხედვით
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ლოკაცია: თბილისი, კრწანისის ქუჩა
კომერციული უძრავი ქონების იჯარის აგენტი პასუხისმგებელია კომერციული ფართების გაქირავებაზე.
ძირითადი მოვალეობები მოიცავს:
პოტენციური დამქირავებლების მოძიებასა და მათთან შეხვედრებს.
რას გააკეთებთ:
- იჯარის აგენტი აქტიურად იქნება ჩართული კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქციების დოკუმენტაციის ყველა ეტაპში;
- არსებული, დაუყოვნებლივ გასაქირავებელი კომერციული ფართების მართვა;
- კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებების კვლევა, ასევე საქართველოს მასშტაბით განვითარების პროექტებისა და მიწის ნაკვეთების კვლევა;
- პოტენციურ დამქირავებლებთან კომუნიკაცია და შეხვედრები ტელეფონით, ელფოსტით ან უშუალოდ ობიექტზე, ასევე მოლაპარაკებების წარმოება;
- მარკეტინგისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება;
- კანდიდატი უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, რადგან პასუხისმგებელი იქნება რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვაზე და იჯარის პროცესის ბოლომდე მიყვანაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი, ვადების დაცვის მიზნით;
- ინგლისურ და ქართულ ენებზე კომუნიკაციისა და საქმიანი წერილების წერის უნარი;
- თბილისში კომერციული (ოფისური) ფართების წარმატებით გაქირავების გამოცდილება აუცილებელია;
- მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული, აქტიური და დინამიკური იჯარის მიდგომა (დრო = ფული);
- CRM სისტემების ან MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული (ოფისური) ფართების გაქირავებაში, წარმატებული გარიგებებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესანიშნავ სამუშაო გარემოს, კოლეგებსა და ოფისს.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი – შეთანხმებით
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (სასურველია ინგლისურ ენაზე) ელფოსტაზე: krtsanisioffice@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: LEASE AGENT
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები