შემდეგი
დღეს - 10 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საცალო გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
ინტერნეტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- ინდუსტრია / სფერო(სასურველი):პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
ინტერნეტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
MARTV არის ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, მოქნილ და ხელმისაწვდომ სერვისებს.
MARTV აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ შედეგზე ორიენტირებული და გსურთ თქვენი შემოსავალი პირდაპირ თქვენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ აბონენტებთან კარდაკარ ვიზიტები;
- MARTV-ის ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების პრეზენტაცია;
- მომხმარებლებისთვის პროდუქტის უპირატესობებისა და მიმდინარე შეთავაზებების გაცნობა;
- ახალი აბონენტების მოზიდვა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი
17:00 – 21:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
თუ გსურთ გახდეთ მზარდი გუნდის ნაწილი და თქვენი შედეგებით გაზარდოთ შემოსავალი, გამოგვიგზავნეთ CV - info@servicebox.ge
გაყიდვები
საცალო გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები