დღეს - 09 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion.
ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში ნამი 8-სთვის ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაიკავებს სტენდის გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციას.
ვის ვეძებთ? ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, ვისთვისაც მომხმარებლისთვის კვალიფიციური, თავაზიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა პრიორიტეტია.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- მომხმარებელისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
- პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება:
- გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
- გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმანობის წარმოება.
- სტენდის მოწესრიგება;
- შიდა მომსახურების სტანდარტის დაცვა;
რას ველოდებით თქვენგან?
- ბაკალავრის ხარისხი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის 1, სითი მოლი
- სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლები: 10:00-16:00; 16:00-22:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800ლ. + ბონუსი საცალო გაყიდვებიდან
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BxwHWi4b
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
