დღეს - 29 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ოპერატიული ზედამხედველობა, სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ოპერატიული ზედამხედველობა, სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: მათემატიკა, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება
- ენები: ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი
ადგილმდებარეობა: სათაო / საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მართვის დეპარტამენტი
მოქმედების ვადა: 29/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო / საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მართვის დეპარტამენტი
მოქმედების ვადა: 29/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შიდა კონტროლის მიმართულებით, ვეძებთ შიდა კონტროლის განყოფილების უფროსს. აღნიშნული პოზიცია პასუხისმგებელია ორგანიზაციის შიდა კონტროლის ჩარჩოს მართვაზე და ზედამხედველობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- შიდა კონტოლის მართვის ჩარჩოსა და სტრატეგიის შემუშავება და განვითარება
- შიდა კონტროლის მართვის პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და განვითარება
- კონტროლების სისუსტეების იდენტიფიცირება, შეფასება და მიტიგაცია ყველა ბიზნეს ერთეულში, პროდუქტსა და პროცესში
- არსებულ პროდუქტებში, პროცესებში და ტრანზაქციებში კონტროლების ტესტირება და მონიტორინგი
- კონტროლების გაუმჯობესების მეთოდებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საექსპერტო რჩევების მიწოდება ბიზნესისთვის
- კონტროლების გაუმჯობესების ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან
- ტრეინინგების ორგანიზება და კოორდინირება
- კონტროლის გარემოს ცნობადობისა და კულტურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა
- თიბისი ჯგუფის შიდა კონტროლოს ფუნქციებთან კოორდინაცია და ზედამხედველობა
კვალიფიკაცია
აუცილებელია გქონდეს:
- უმაღლესი განათლება მათემატიკა, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება ან სხვა მგავსი ტექნიკური მიმართულებით
- საბანკო სფეროში, შიდა კონტროლში ან შიდა აუდიტში ან საოპერაციო რისკების (ან მონათესავე სფეროში) მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები
- საბანკო პროცესების კარგად ცოდნა
- საბანკო კანონებისა და რეგულაციების კარგად ცოდნა
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები
- კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები, ორგანიზაციის ყველა დონის დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტურად ურთიერთობის უნარი
- გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი
- ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნება
- ინიციატიურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zhkxx
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
ოპერატიული ზედამხედველობა,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
