დღეს - 11 ივლ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, სხვა, ბაკალავრი
- ენები: ქართული
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ.თბილისი.
მისამართი: ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #199
ანაზღაურება: 1300 ლარი-დან ზრდის პირობით
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- კომპანიის ხარჯზე სამუშაო საათებში ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მიღებაში, დალაგებაში და შეკვეთების აგროვებაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
- სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
- საწყობში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
სასურველი უნარ–ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი;
- პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2026 წლის 12 ივლისისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,საწყობის თანამშრომელი"
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
