დღეს - 30 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი საბანკო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი საბანკოსხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
“თიბისი”აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - აუდიტორი
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 30/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 30/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა
ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინოვაციურობაა. სერვისებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვთავაზობთ მომხმარებელს, მუდმივად სჭირდება განვითარება და განახლება. შესაბამისად, პროდუქტებსა და სისტემებში რისკების და სხვადასხვა სისუსტეების იდენტიფიცირება, ასევე კონტროლის მექანიზმების ტესტირება ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
შიდა აუდიტის ძირითადი ფუნქცია სწორედ რისკის გამოვლენა, მისი გამჟღავნება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა მისი შემცირების მიზნით.
როგორც აუდიტორი შენ:
- შეიმუშავებ რისკებზე დაფუძნებულ აუდიტის გეგმას;
- განახორციელებ კომპანიის საკრედიტო მიმართულების პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას;
- შეაფასებ საკრედიტო მიმართულების პროცესებში არსებული კონტროლების ეფექტურობას;
- შეაფასებ რეგულაციებთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის პოლიტიკებთან შესაბამისობას;
- განახორციელებ ფილიალების/სერვის ცენტრების საკრედიტო პორტფელის შემოწმებას;
- გექნება კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტთან, ინფორმაციის მოპოვების და კოორდინაციის მიზნით;
- მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე განსაზღვრავ პროცესში არსებული ნაკლოვანებებს / დარღვევებს და გასცემ შესაბამის რეკომენდაციებს;
- განახორციელებ შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს აუდიტის პროცედურების შესაბამისად;
- მოამზადებ აუდიტის შედეგების საფუძველზე ანგარიშებს / დასკვნებს;
- მოახდენ აუდიტის შედეგების ეფექტურ კომუნიკაციას დაინტერესებულ პირებთან;
- მუდმივად განვითარდები შიდა აუდიტის სტანდარტების, ტექნიკებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმართულებით;
- შეასრულებ განყოფილების უფროსის მენეჯერის სხვადასხვა დავალებებს აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების/ეკონომიური /იურიდიული მიმართულებით);
- აუდიტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ბანკში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და საკრედიტო პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS office-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა; (Word, Excel, Power Point);
- ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
- მარეგულირებლის მოთხოვნების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას, თუ:
- გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თუ იცი საბანკო/საკრედიტო პროცესების ძირითადი მიმართულებები და ასპექტები;
- გაქვს მუდმივი პერსონალური და პროფესიული განვითარების მზაობა;
- გაქვს ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარები;
- გაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გაქვს ფარული რისკების იდენტიფიცირების უნარი;
- გაქვს დარღვევების/შეცდომების/რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
- გაქვს კრიტიკული აზროვნების უნარი;
- გაქვს სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
- შეგიძლია დეტალებზე ფოკუსირება;
- შეგიძლია იმუშაო Multitasking-ის პირობებში;
- შეგიძლია დროის ეფექტურად მართვა;
- ხარ კომუნიკაბელური;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zksdt
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში