დღეს - 16 ივლ
ვიპ
ქოლ-ცენტრის გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recrutergeorgia@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება — მინიმუმ 3000 ლარი თვეში (ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან; შედეგების ზრდასთან ერთად იზრდება შემოსავალიც);
- სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლები: 10:00–19:00 ან 11:00–20:00;
- 3 თვის შემდეგ ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი — 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად;
- ადაპტაციის პერიოდში ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება და გაყიდვების პროცენტი;
- ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ, სტაბილურად და დროულად;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ვის ვეძებთ:
- გაყიდვების ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს (ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც განვიხილავთ);
- პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე;
- კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი;
- პირებს, რომლებიც მზად არიან ტრენინგების გასავლელად და გაყიდვების უნარების გასავითარებლად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
- შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება.
ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.
ამიტომ გთავაზობთ:
- ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
- სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
- არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
- ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის;
- Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- დისციპლინირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემები სრულიად დაცულია.კომპანია შპს "ბიომარკეტი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
პირადი მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებით.
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან whatsapp- ზე (577 110531) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
