დღეს - 16 ივლრედაქტირებულია - 17 ივნ
სტანდარტი
ხარისხის კვლევის სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი, ფარსადანის ქ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ხარისხის შემოწმება და ტესტირება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება პლასტმასები სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1400
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შ.პ.ს „დიო“ — წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია, „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

კომპანია დიო აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კვლევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. ფარსადანის ქ.3
სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი ხელფასის 25%

რას გთავაზობთ „დიო“:
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისების სისტემას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ნაწილობრივ ტრანსპორტირებას.

თქვენგან მოველით:
  • ისო 9001 :2015 სტანდარტის ცოდნას (კერძოდ :ანალიზი და შეფასება; დამკვეთის კმაყოფილება; შეუსაბამობა და მაკორექტირებელი ქმედებები)
  • მომხმარებლების გამოკითხვის ჩატარება , კომპანიის წარმოებული პროდუქციის და გაწეული მომსახურებით კმაყოფილების დონის განსაზღვრის მიზნით
  • კვლევის შედეგების დოკუმენტირება პროგრამა 1 ც მოდულში. მათი ანალიტიკა და რეპორტინგი ;
  • კომპანიაში არსებული შეუსაბამობების მართვის სისტემის (1 ც მოდული) მუდმივი მონიტორინგი, შეუსაბამობების რეგისტრაციისა და განხილვას მეთოდიკის საკითხებში დასაქმებულების მხარდაჭერა და კონსულტირება, ანალიტიკა და რეპორტინგი;
  • დამზადებული პროდუქციის ხარისხის შემოწმების შედეგების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი.

თქვენი კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • მონაცემთა ანალიტიკა, დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობის, ხარისხის გამოკითხვის წარმოების უნარ-ჩვევები;
  • ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული / ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Word, Excel, Outlook, 1C;
  • საპრეზენტაციო რეპორტინგის მაღალი ხარისხით მომზადების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://dio.selfrecruit.ge/s/FfaHz

გისურვებთ წარმატებებს!


ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი,
ხარისხის შემოწმება და ტესტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები