შემდეგი
დღეს - 18 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების ოპტიმიზაცია, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ავეჯი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე - კანდიდატს არ უნდა ქონდეს გამოცდილება
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კომპანია "ჯეო დეკორ"ი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (მომსახურების სფეროში) პოზიციაზე.
პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის ვისაც სურს ტექნიკურ სფეროში განვითარება და პროფესიული ზრდა.
კომპანია „ჯეო დეკორი“ ახორციელებს საავეჯე მასალების იმპორტს ევროპის წამყვანი მწარმოებლებისგან. კომპანია ასევე დაკავებულია მასალების რეალიზაციითა და ნახევარფაბრიკატების დამზადებით, რაც სრულყოფილი ავეჯის შექმნის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
შესვენება: 1 საათი
შაბათი – მონაცვლეობით დასვენება
კვირაში 40 სამუშაო საათი
სამუშაოს აღწერა:
- მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება ოფისში;
- სატელეფონო ზარების და ელექტრონული მიმოწერის მართვა;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის განშლის პროგრამაში ასახვა;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
- მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა და ინფორმაციის განახლება.
- ადგილობრივ მომმარაგებლებთან ურთიერთბა და ლოჯისტიკის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო ატმოსფეროს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
კომპანია არის განვითარების და ზრდის ეტაპზე , ამიტომ შერჩეული კანდიდატი განიხილება ასევე სხვა უფრო მაღალი პოზიციისთვისაც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@geodecor.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „ოფისის თანამშრომელი“.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების ოპტიმიზაცია,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები