დღეს - 18 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
პროექტების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ზაქარიაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@insta.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები წარმოება მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 5000 - 6000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,კომპანიის ავტომობილი,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კარიერული განვითარების ქოუჩინგი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამოქალაქო საინჟინრო საქმე წარმოებამექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
Insta-ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.
წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
პოზიცია: პროექტების მენეჯერი
ძირითადი პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 5000-6000 NET
ადგილმდებარეობა: თბილისი, სერგო ზაქარიაძის #8
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კორპორატიული ნომერი;
- Fitpass ( კომპანიის თანადაფინანსებით);
- საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;
- შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
- ძირითადი ფუქცია-მოვალეობები;
- სამონტაჟო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
- პროექტის ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის მართვა;
- სამონტაჟო ჯგუფებთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია
- რესურსების (ადამიანური და ტექნიკური) დაგეგმვა და ეფექტური გამოყენება;
- პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- რისკების იდენტიფიცირება და პრობლემების ოპერატიული მართვა;
- პროექტის დახურვა შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში (სასურველია სამონტაჟო / საინჟინრო /სამშენებლო მიმართულებით);
- პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციის და კონტროლის გამოცდილება;
- ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ‘’პროექტების მენეჯერი’’!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს „ინსტა“-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, „ინსტა“-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს შპს „ინსტა“-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს „ინსტა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ენერგეტიკა
პროექტის დაგეგმვა და კოორდინაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
