დღეს - 18 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნატახტარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mosavaligroup.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტურიზმი/გართობა
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სასტუმრო-კომპლექსი „ვილა მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერის (Banquet & Events Supervisor) პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ჩვენთან მასპინძლობა ნიშნავს მრავალფეროვნებას:
- კორპორატიული ღონისძიებები
- საქორწილო მიღებები
- საერთაშორისო კონფერენციები
- კულტურული და გასართობი ღონისძიებები
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებების მართვა და მასპინძლობა: სხვადასხვა მასშტაბის ბანკეტების, კორპორატიული საღამოებისა და კონფერენციების მიღება, კოორდინაცია და სტუმრების მასპინძლობა.
- საოპერაციო პროცესების ხელმძღვანელობა: ივენთჰოლის მიმართულებით ყველა მიმდინარე საკითხის კონტროლი, სერვისის გუნდის მართვა, მოტივირება და სამუშაო გრაფიკების განაწილება.
- სივრცეების მომზადება და წყობები: ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, დარბაზების მოწყობის ზედამხედველობა (მაგიდებისა და სკამების განლაგება: Classroom / საკლასო, Theater style / თეატრალური, Cabaret / კაბარე, Banquet/Ballroom, U-Shape / U-სებრი და Boardroom / მრგვალი მაგიდა).
- ინვენტარიზაცია და კონტროლი: საბანკეტო ინვენტარის (ჭურჭელი, ტექსტილი, ავეჯი, ტექნიკა) მუდმივი აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და სისუფთავის კონტროლი.
- ფინანსური ანგარიშსწორება: ღონისძიებების დასრულების შემდეგ შესაბამისი ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და რეპორტინგი.
რას ველოდებით შენგან:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროო ან სარესტორნო სფეროში საბანკეტო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად).
- გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა.
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 5/2
კვება სამუშაო საათების განმავლობაში
ტრანსპორტირება თბილისიდან (მეტრო დიდუბიდან) კომპლექსამდე და უკან
საცხოვრებლით უზრუნველყოფა სურვილის შემთხვევაში
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე:hr@mosavaligroup.com
სათაურის ველში მიუთითეთ:საბანკეტო და ღონისძიებების სუპერვაიზერი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების
საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ვილა მოსავალმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვისაც. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ტურიზმი/გართობა
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
