დღეს - 24 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@tushiconcept.co
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური
"ტოგასი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
"ტოგასი" - საბერძნეთში დაარსებული საუკუნოვანი ისტორიის მქონე პრემიუმ ბრენდია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ტექსტილსა და აქსესუარებს ინტერიერისთვის. პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია 130-ზე მეტ მაღაზიაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მალე ბრენდი გახსნის თავის კარებს ქართველი მომხმარებლებისთვისაც ისთ ფოინთის პრემიუმ სივრცეში.
დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://togas.com/int/
ბრენდის ფილოსოფია აწყობილია მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაზე. მისი საუკუნოვანი ისტორიისა და პროდუქციის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის კი ბრენდის ამბასადორების, მისი თანამშრომლების მისიაა.
თუ გაქვთ მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სიამოვნებას განიჭებთ სხვების დახმარება და კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის ქ. N2 (სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი, პრემიუმ სივრცე)
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (8-საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: 1200 ლარი (net) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ბრენდის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლების საჭიროებების დადგენა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება და სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის მახასიათებლების შესახებ;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა, როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო გაყიდვების გეგმის შესაბამისად;
- არსებულ მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთან ხშირი საქმიანი უკუკავშირი მიმდინარე სიახლეებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
- შოურუმის პროდუქციის მოწესრიგება და შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად განთავსება; საჭიროების შემთხვევაში, ცვლილება რეგიონალური ოფისის მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნების შესაბამისად;
- საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამული ასახვა და გატარება სალაროზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (პრემიუმ სეგმენტის ბრენდის შოურუმში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ძლიერი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- შედეგზე ორიენტირებული და მიზანდასახული.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- შესაძლებლობას წარმოადგინოთ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე;
- კარიერულ განვითარებას და ზრდას კომპანიასთან ერთად;
- სწავლებას და ტრენინგებს სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებზე.
თუკი ზემოთ აღნიშნული თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტოგასის"-ის მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე, შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება.
თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: (careers@tushiconcept.co)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
