შემდეგი
დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
სტანდარტი
უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: leplinstitute@gmail.com
ტელეფონი: +995 591 30 36 97
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სხვა - ინდუსტრია / სფერო: განათლება
სპეც. განათლება, პროფესიული განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ქართული
ინსტიტუტი ოპტიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
განცხადებების მიღება: 25 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით
კონკურსის ჩატარების თარიღი: 27 - 31 ივლისი
საქმიანობის სფერო:
დასაკავებელი თანამდებობის დასახელება:
უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი, ოპტიკური კვლევების განყოფილება
მეცნიერების დარგი:
- ოპტოელექტრონიკა, მიკრო - და ნანოელექტრონიკა
კვლევების თემატიკა:
- ნახევარგამტარების, მიკრო - და ნანოელექტრონიკის მასალების ტექნოლოგია
ამოცანები და კრიტერიუმები:
ამოცანები:
- იონო - პლაზმური ელექტროდისპერგირების აპარატურის გამოყენება ოპტიკური დიელექტრიკული გასხივოსნების დანაფარების შესაქმნელად.
შეფასების კრიტერიუმები:
- პუბლიკაციების (სამეცნიერო სტატიები, ანგარიშები, კონფერენციის მასალები, გამოგონებები, წიგნები) რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში - არანაკლებ 2 ცალი;
- ოპტიკის, ან/და ოპტოელექტრონიკის დარგში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
- თემატური ლიტერატურის კითხვა უცხო ენაზე;
- კომპიუტერი - საოფისე პროგრამები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხი ტექნიკის დარგში;
- პრეტენდენტი უნდა იყოს სამეცნიერო შრომების და/ან პატენტების (თანა) ავტორი, აგრეთვე სასურველია მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული პრაქტიკულად განხორციელებულ სამეცნიერო პროექტებში ოპტიკის და/ან თბოფიზიკის მიმართულებით.
პირობები:
ხელფასი: 1 424.80 ლარი თვეში (დარიცხული);
თანამდებობა: ვადიანი (4 წელი);
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში საჭიროა აპლიკანტის დოკუმენტაციის გადაგზავნა შემდგომში დასამტკიცებლად;
სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები განისაზღვრება სრული განაკვეთის შესაბამისად - 40 საათიანი სამუშაო კვირა.
კონკურსის ჩატარების წესი:
კონკურსი ტარდება ორ ტურად: პირველი ტური განცხადებების განხილვა, ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, მიწვეული იქნებიან მეორე ტურზე - გასაუბრებაზე. კონკურსის შედეგები ეცნობებათ აპლიკანტებს ელექტრონული ფოსტის ან სმს შეტყობინების მეშვეობით.
კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის სია:
სრული CV, განათლების, დაწვრილებითი სამუშაო გამოცდილების, უნარების, პუბლიკაციების სიის, საკონტაქტო მონაცემების (ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი) მითითებით;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ხედვები ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების შესახებ.
საკონტაქტო პირის მონაცემები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
სახელი გვარი: ირაკლი კორძახია
საკონტაქტო ტელ.: +95 591 30 36 97, + 995 32 2 22 00 28
ელ. ფოსტა: leplinstitute@gmail.com
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის № 1
მეცნიერება / განათლება
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები