შემდეგი
26 ივნ - 26 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
- ენები: ინგლისური
Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც Archi Group-სა და Biograpi Living-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს;
Trump Tower Tbilisi-ის პროექტისთვის ვეძებთ ფინანსურ მენეჯერს და მისი ფუნქიცები იქნება:
- კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
- ფინანსური ანგარიშგებების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- პროექტების ფინანსური პროგნოზირება;
- კომპანიის ფინანსური რისკების მართვა;
- კომპანიაში არსებული კონტრაქტების პირობების შეფასება, ფინანსური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით;
- პროექტის ფინანსური ეფექტიანობის მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
- აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია;
- ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები