დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევა, სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა დაზღვევაჯანმრთელობის დაზღვევა, სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაTOP მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე
პოზიციის მთავარი მიზანია სამედიცინო დაზღვევის მიმართულების კლინიკური და ბიზნეს-პროცესების სტრატეგიულ დონეზე მართვა, სამედიცინო პოლიტიკებისა და სტანდარტების განვითარება, რისკებისა და ზარალიანობის კონტროლი, მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და პროვაიდერებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კლინიკურ პრაქტიკაში, სამედიცინო მენეჯმენტში, სადაზღვევო სექტორში ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 2-წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, პროცესების, ბაზრისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
- პროფესიული ეთიკის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ანდერაითინგის, რისკების შეფასების, ანაზღაურებების/პრეტენზიების მართვისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა;
- რეგულაციებთან, შიდა კონტროლისა და შესაბამისობის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიის, კლინიკური ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელმძღვანელობა;
- სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, სამედიცინო პოლიტიკების, კლინიკური კრიტერიუმებისა და ანდერაითინგის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პერიოდული გადახედვა;
- სამედიცინო ანდერაითინგის, ანაზღაურებების/პრეტენზიების, გაყიდვების, ანალიტიკისა და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია, რათა სამედიცინო გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს-მიზნებსა და ხარისხის სტანდარტებს;
- კლინიკებთან, საავადმყოფოებთან და სხვა პროვაიდერებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პროვაიდერული ქსელის განვითარების მხარდაჭერა;
- პორტფელის, ზარალიანობის, ხარჯთეფექტიანობის, უტილიზაციის ტენდენციებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- რთული, მაღალი ღირებულების ან სადავო შემთხვევების კლინიკურ განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის მიწოდება;
- შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან, ეთიკურ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის, უტილიზაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მონიტორინგი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მხარდაჭერა;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარება, შესრულების შეფასება და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და სტეიკჰოლდერების მართვა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და ცვლილებების მართვა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და მაღალი ეთიკური სტანდარტი.
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://alpha.selfrecruit.ge/s/AcuPW
სამედიცინო
სხვა
დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა,
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
